შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მაღნარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ახალი სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1939 წელს; 1939-1942წწ. იყო ასტრონომიის კათედრის ასპირანტი ცის მექანიკის სპეციალობით. 1941-1992წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის, ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობებზე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ცის მექანიკის აქტუალურ საკითხებს. კერძოდ, იგი იკვლევდა ცვლადი მასის მქონე კოსმოსური სხეულების (მეტეორიტები, კომეტები, თანამგზავრები) მოძრაობას; მან შეიმუშავა ახალი ეფექტური მეთოდი ცვალებადმასიანი სხეულის მოძრაობის ამოცანების შესასწავლად - კოსმიური სივრცის ფრენის პირობებში. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ამ ამოცანების არა მარტო ანალიზური ამონახსნის მიღებას, არამედ საკმაოდ ხელსაყრელია თანამედროვე ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე რიცხვითი რეალიზაციისათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969). პირველი ქალი საქართველოში, რომელსაც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.244-245; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 589 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |