შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ ნარმანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ილორი, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; ქ. ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს. 1970-1990წწ. სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მასწავლებელი, საქართველოს რესპუბლიკური სპორტული დაოსტატების სკოლის სენაკის ბაზის მწვრთნელი ძიუდოში, სენაკის საბავშვო სპეციალური სასპორტო სკოლის მწვრთნელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საქართველოს ჰელსინკის კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 272; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |