The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ნასარაია

ზურაბ ნასარაია
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსირერის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1995 წელს.

1990-1993წწ. ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურის ეკონომისტი; 1993-1995წწ. ქ. ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების განყოფილების  უფროსი სპეციალისტი; 1995-1996წწ. ქ. ფოთის მალთაყვის უბნის მუნიციპალური ტერიტორიის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1997წწ. ქ. ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის თავმჯდომარე; 1997 წელს ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის ერთიანი  ეკონომიკური  პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; 1997-1998წწ. 100%-ანი სახელმწიფო წილის მქონე სააქციო საზოგადოება "ფოთის გემსაშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1998-1999წწ. ქ. ფოთის მერიის კანცელარიის უფროსი; 1999-2002წწ. ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულო, მერია) აპარატის უფროსიქ. ფოთის საკრებულოს წევრი (2002); 2002-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2007წწ. შპს "საქართველოს რკინიგზის" შრომის, ხელფასისა და  სტრუქტურული მოწყობის განყოფილების უფროსი; 2007-2008წწ. შპს "საქართველოს რკინიგზის" სამეურნეო უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი; 2008-2009წწ.  შპს "საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოს აპარატის  უფროსის მოადგილე; 2009-2010წწ. შპს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიის შპს. "ფროფერთი მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი; 2010-2014წწ. სს "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2014-2018წწ. საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე; 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ვებგვერდი: guria.gov.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 273

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის", წევრი (2003-2004)
  • ფაზისის აკადემია, ნამდვილი წევრი

გააზიარე: