შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს; 1972-1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1992-1993წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი. 1975-1992წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის: მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განყოფილების ორდინატორი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გაყოფილების უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ეკგ კაბინეტის ექიმი, ეკგ კაბინეტის გამგე; 1995-2012წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის, შემდგომში - შპს "ლეჩკომბინატი N1" ექიმი კარდიოლოგი; 1998-2004წწ. გაეროს ოფისის ექიმი საქართველოში; 2003-2004წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახეწლმწიფო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებთა კათედრის ასისტენტი; 2012-2015წწ. დავით კოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი კარდიოლოგი; 2012-2015წწ. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კონსულტანტი კარდიოლოგი; 2012-2015წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი "შინაგანი სნეულებები, ამბულატორული თერაპია" ბაზა- შპს "დეკა"; 2015 წლიდან არის გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი კარდიოლოგი; 2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2012-2017წწ. თბილისის პეტრე შოთაძის სახ. სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალის "Actual Topics on Women’s Health" მთავარი რედაქტრი; 1991 წლიდან მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კონგრესის და კონფერენციის მონაწილე; როგორც საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი არის ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის 3 საერთაშორისო კონგრესის და მრავალი ადგილობრივი კონფერენციის ორგანიზატორი; მოხსენებით გამოსვლები, როგორც საქართველოში ისე ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის კონგრესებზე: სეულში, მოსკოვში, პარიზში, აკრაში; 48 გამოქვეყნებული შრომის ავტორი, მათ შორის 5 საერთაშორისო პუბლიკაციის; თანაავტორია სტატიის: "Climate change, Right to Health and Gender issues", დაბეჭდილია წიგნში "Making Peace with the Earth: Action and Activism for Climate Justice" (World Council of Churches. Geneva. Switzerland. -2015); ავტორია სტატიების: "Migrants Health in Georgia", დაბეჭდილია წიგნში Materials of XXIX International Congress of Medical Women’s International Association (Seoul. -2013); "Women doctors in Georgia" The materials of Southern European Regional Congress of MWIA (Paris, 2010). კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი (1980). წყარო: ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |