The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონ მახარაძე

ლეონ მახარაძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1938
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 2022  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით სამთოელექტრომექანიკა 1961 წელს.

1962 წლიდან მუშაობს გ. წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე: ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1989-2012წწ. - ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობის და დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 2012 წლიდან - კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მან ჩამოაყალიბა და განავითარა საპრობლემო სამეცნიერო მიმართულებები: მაგისტრალური და ტექნოლოგიური დანიშნულების მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების (პულპსადენების, ნავთობსადენების, ნავთობპროდუქტსადენების, წყალსადენების) გარდამავალი რეჟიმები და დაუმყარებელი პროცესები მათი წარმოქმნისა და განვითარების სხვადასხვა პირობებისათვის; მრავალფაზიანი ჰიდროაერონარევების ჰიდროაეროდინამიკა; ჰიდრავლიკური დარტყმები მილსადენებში მრავალფაზიანი თხევადი მასების ტრანსპორტირებისას; ჰიდრავლიკური დარტყმების მადემპფირებული ეფექტური საშუალებების დამუშავება, მათი გაანგარიშების თეორია და კომპიუტერული პროგრამები, ეფექტიანობის დადგენა და ანალიზი; ცენტრიდანული ტუმბოების, მილსადენების, სამილსადენო არმატურის ჰიდროაბრაზიული ცვეთის თეორია; ჰიდროაბრაზიული ცვეთის საწინააღდეგო ეფექტური ხერხების და საშუალებების დამუშავება და რეალიზების სფეროების დადგენა; მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების საიმედოობის ამაღლებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ამაღლების ღონისძიების დამუშავება და რეალიზება; მაგისტრალური და ტექნოლოგიური დანიშნულების მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების ტექნიკური დიაგნოსტიკა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დამუშავება. მის მიერ შესრულებული თეორიული კვლევის შედეგები შეტანილია "სითხის მექანიკის ენციკლოპედიაში" (ტომი 5, თავი 10, "ჰიდრონარევის ნაკადის ტექნოლოგია"), რომელიც გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლეონ მახარაძის ძირითადი მონაცემები სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ შეტანილია "სამთო მექანიკის ენციკლოპედია"-ში, რომელიც გამოიცა უკრაინაში 2008 წელს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.247-248; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.619-620

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეკოლოგიისა და სიცოცხლის უნარიანობის უსაფრთხოების საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (2002-)
  • მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • საქართველოს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2009-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - არჩილ ძიძიგურის სახელობის პრემია
  • 2013 - ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია
  • 1986 - საბჭოთა კავშირის გამომგონებელი
  • 1984 - საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: