The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ოდიშარია

არჩილ ოდიშარია
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს.

1962 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირის გამგეობის წევრი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 280

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: