შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მახვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1959წწ. მუშაობდა თბილისის კრინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კეთედრაზე - ასისტენტად; 1959 წლიდან - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე: ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობებზე. სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკაა დრეკადობის მათემატიკური თეორია. კერძოდ, შეისწავლა გეომეტრიულად არაწრფივი იზოტროპული და ანიზოტროპული, ერთგვაროვანი და შედგენილი ცილინდრული და ოდნავ კონუსური ძელების გრეხისა და ღუნვის მეორადი ეფექტები; ასეთივე ძელებისათვის შეისწავლა სხვადასხვა დაძაბული მდგომარეობების ურთიერთგავლენის საკითხები; ამოხსნა ამ თემატიკასთან დაკავშირებული კერძო (რიცხვითი) ამოცანები მინაპლასტიკური ორთოტროპული სხეულებისათვის. აგრეთვე, ერთგვაროვანი ძელებისა და ფირფიტებისათვის იკვლევს ბლანტი - დრეკადობის წრფივი თეორიის ამოცანებს აკადემიკოს ა. ილიუშინის აპროქსიმაციის მეთოდით; წლების განმავლობაში კვლევის ძირითად თემატიკას წარმოადგენს მათემატიკური მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის საკითხები, რომელთაც მიეძღვნა რამდენიმე მონოგრაფია (მათემატიკა, მექანიკა - ტერმინები, ცნებები, განსაზღვრებები - 2001 წ; მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - 2008 წ. და სხვ.). 2008 წლის იუნესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მიერ დაჯილდოებულია საზოგადოების პრემიითა და მედლით - "მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის". მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.249-250; საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |