შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ომანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივედსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1977-1985წწ. საქართველოს სოფლმშენის იურდიული განყოფილების უფროსი; 1985-1989წწ. საქმეთა მმართველი მშენებლობის სამინისტროში; 1990-1991წწ. საქართველოს ავღანელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; 1991 წელს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე; 1991 წლის 15 სექტემბრიდან 1991 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი; 1993-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4/20 რუსთავის საარჩევნო ოლქიდან; თსუ-ს დეკანის მოადგილე; იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 281; tetrebi.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |