Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სლავა მებონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა მოსკოვის ნ. ბაუმანის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, ავტომატიზაციის და მექანიზაციის ფაკულტეტი, მეტალურგიული ქარხნების მექანიკური მოწყობილობა 1973 წელს; 1979-1981წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ლითონების წნევით დამუშავების კათედრა, ასპირანტი. 1973-1976წწ. - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მილსაგლინი აგრეგატის მექანიკური სამსახურის ოსტატი; 1976-1978წწ. - ენგურქაღალდკომბინატი, ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1981-1986წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ლითონების წნევით დამუშავების საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიუროს სექტორის უფროსი; 1986-2002წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტი; 2002-2009წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი; 2009-2012წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2012წწ. - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის პრობლემების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2012 წლიდან - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მისი კვლევის საკითხებია: საგლინი და მილსაგლინი წარმოების ტექნოლოგიური პროცესების და მოწყობილობის სრულყოფა; რადიალურ-საჭედი მანქანების ახალი კონსტრუქციების დაპროექტება; მექანიკურ სისტემებში დარტყმითი ძალების განსაზღვრის მეთოდების და ალგორითმების შემუშავება. მისი კვლევის შედეგები დანერგილია წარმოებაში. 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და გამოგონებების, პატენტების ავტორი. მიღებული აქვს "წლის ინჟინერის" წოდება მეტალურგიის დარგში (2008). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.250; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი: imm.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |