Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰამლეტ მელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს; ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1971 წელს. 1961-1966წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ეფროსი ლაბორანტი; 1966-1967წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1971-1978წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი; 1978-2006წწ. - კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის გამგე; 1993-1999წწ. - გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2006-2009წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; შეთავსებით - 1999-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, პროფესორი; 2006-2009წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმატიკის მიმართულების სრული პროფესორი; 2009 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ინფორმატიკის მიმართულების სრული პროფესორი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა: მათემატიკური ფიზიკის წრფივი და არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების და განტოლებათა სისტემების ამოხსნის რიცხვითი მეთოდების შექმნა და დაფუძნება; ეკონომიური სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა; კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური საწყის-სასაზღვრო და სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა და მათი ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შემუშავება; წრფივი და არაწრფივი განტოლებებისა და განტოლებათა სისტემებისათვის პარალელური იტერაციული ალგორითმების აგება და ანალიზი; არამკაფიო სისტემებისა და მოდელების კვლევა. 139 სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 11 სახელმძღვანელო) ავტორი. მიღებული აქვს თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია საუკეთესო სახელმძღვანელოსთვის (2002), უკრაინის მათემატიკოსთა კონგრესი, მ. მ. ბოგოლიუბოვის სახ. სამახსოვრო ოქროს მედალი - "За високий рიвень наукових результатიв в гадузi математичноï науки" (2009). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1995). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.250-251; წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი: dl.sangu.edu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |