The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ მეუნარგია

თენგიზ მეუნარგია
Date of birth:17 August, 1937
Date of death:2 December, 2021  (at 84 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1960 წელს; ასპირანტურა 1963 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკისა და ახლად გახსნილ კიბერნეტიკის ფაკუტეტებზე ასისტენტად; 1966 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში (უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გარსთა თეორიის განყოფილების გამგე, კვლავ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფირფიტებისა და დამრეცი გარსების კლასიკური და დაზუსტებული წრფივი თეორიები და მათი საშუალებით პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანების ამოხსნა, მათ შორის ძაბვების კონცენტრაციის ე. წ. კირშის ტიპის ამოცანები და მიღებული შედეგების ანალიზი; არადამრეცი გარსებისათვის მიღებულია ფიზიკურად და გეომეტრიულად არაწრფივი თეორიის 2-განზომილებიან განტოლებათა უსასრულო სისტემა; გაწრფივების ცნობილი მეთოდის გამოყენებით ნებისმიერი სასრული რიგის მიახლოებისათვის მიღებულია ზოგადი ამონახსნის წარმოდგენა z-კომპლექსური ცვლადის ანალიზური ფუნქციების საშუალებით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცვლადი სისქის ფირფიტების ღუნვის თეორიის შესახებ", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სწრაფად ცვალებადი გეომეტრიის მქონე დრეკადი გარსების მათემატიკური თეორიის სასაზღვრო ამოცანები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.251-252; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: newspaper.tsu.ge

Awards and Honors

  • 2015 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2013 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: