შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ მეცუგოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი 1943 წელს. 1943-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე: ასისტენტად, დოცენტად (1960), პროფესორად (1981). მისი სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად მიძღვნილია დრეკადობის მათემატიკური თეორიის საკითხებისადმი. კერძოდ, მათში განხილულია გეომეტრიულად არაწრფივ ამოცანებში ერთგვაროვანი და შედგენილი, იზოტროპული და ანიზოტროპული ცილინდრული და ცილინდრულთან მახლობელ ძელებში სხვადასხვა დაძაბული მდგომარეობის მეორეული ეფექტებისა და ურთიერთგავლენის საკითხები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1958), პროფესორი (1981). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.252 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |