Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასონ მეცხვარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მერეთი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკური განყოფილება 1929 წელს. 1929-1932წწ. იყო თბილისის მუშათა ფაკულტეტსა და ქიმიის ტექნიკუმში მათემატიკის მასწავლებელი; 1930-1932წწ. ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი; 1932-1935წწ. ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკისა და მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1933 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ მათემატიკისა და ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშროელი; 1935-1941წწ. თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1936 წლიდან - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 1938-1949წწ. - ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ხელმძღვანელი; 1949-1977წწ. ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკური ანალიზის კათედრის გამგე. იგი იკვლევდა ორი დამოუკიდებელი ცვლადის ცვლადკოეფიციენტებიანი ჰიპერბოლური ტიპის განტოლების ეგრეთწოდებულ ზღვურ ანუ განზოგადებულ ამონახსნებს; ასევე იკვლევდა კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის საკითხებს; მან შეისწავლა ლომელის ფუნქციებთან დაკავშირებული საკითხები და ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში პარამეტრის მეთოდის გამოყენებით მოგვცა კომპლექსური არგუმენტის რვა ანალიზური ფუნქციის ლომელის ფუნქციებად გაშლის მის მიერ დადგენილი ფორმულები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.252-253 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |