The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ფირანიშვილი

Other name:ჯემალ ფირანიშვილი
Date of birth:3 August, 1939  (85 years)
Category:Scientist, Technologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მანავი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა ზოოვეტის ინსტიტუტი 1961 წელს; ამავე ინსიტიტუტის ასპირანტურა მერძევეობის განხრით.

1972 წლიდან მუშაობდა მერძევეობის და რძის პროდუქტების ტექნოლოგიის ინსტიტუტში დაწყებული უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობიდან დირექტორის თანამდებობამდე; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა რძისა და რძის პროდუქტების ტექნოლოგიაში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით რძისა და რძის პროდუქტების ტექნოლოგიაში სწავლა გააგრძელა მრავალმა თანამშრომელმა " საქართველოს რძის გაერთიანებიდან". საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიწვეულ იქნა სამუშად ქ. მოსკოვში სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის კომპლექსში, როგორც რძის სპეციალისტი; მოსკოვსა და რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი რძის გადასამუშავებელ ქარხნას ჩაუყარა საფუძველი, დანერგა ქართული ყველის (სულგუნი, იმერული, ცხვრის გუდის ყველი), ნადუღის წარმოება, საქონლის ფაშვის და შილდანის გამოყენება (ხაშის ნედლეულის დამზადება). გამოქვეყნებული აქვს 47 სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ისე საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის საფრანგეთში (პარიზი, 1978). პირველი ასპირანტი რძის ტექნოლოგიაში და პირველი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Исследование процессов и уточнение технологии производства сыра сулгуни", დაიცვა 1972 წელს.


Share: