შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო დადიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ოდესის კადეტთა კორპუსი 1910 წელს და ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი 1913 წელს. დაიბადა თავად ნესტორ დადიანის და ნინო ანჩაბაძის ოჯახში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1915-1917წწ. მსახურობდა სევერსკის დრაგუნთა მე-18 პოლკში კორნეტად, შემდეგ შტაბს-როტმისტრად; 1917 წლიდან ქართულ ცხენოსან პოლკში როტმისტრად; 1918 წლიდან იმავე ჩინით იყო საქართველოს არმიის I-ელ ცხენოსან პოლკში; გმირულად დაიღუპა 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს სომხეთის ჯარის ავანგარდის სოფელ სადახლოზე თავდასხმის მოგერიებისას. ოფიცერი, კავალერისტი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |