The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო დადიანი

ოფიციალური სახელი:ანდრია დადიანი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:18 დეკემბერი, 1918  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ოდესის კადეტთა კორპუსი 1910 წელს და ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი 1913 წელს.

დაიბადა თავად ნესტორ დადიანის და ნინო ანჩაბაძის ოჯახში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1915-1917წწ. მსახურობდა სევერსკის დრაგუნთა მე-18 პოლკში კორნეტად, შემდეგ შტაბს-როტმისტრად; 1917 წლიდან ქართულ ცხენოსან პოლკში როტმისტრად; 1918 წლიდან იმავე ჩინით იყო საქართველოს არმიის I-ელ ცხენოსან პოლკში; გმირულად დაიღუპა 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს სომხეთის ჯარის ავანგარდის სოფელ სადახლოზე თავდასხმის მოგერიებისას. ოფიცერი, კავალერისტი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1918 - წმინდა გიორგის იარაღი
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: