Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მათიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გარდაბანი. 1994–1999 წლებში სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სახმელეთო ფაკულტეტზე, მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო სპეციალობით; მიიღო ისტორიის მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 1997–1998წწ. უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლება (I საფეხური) მიიღო და ქვეითი სამეთაურო კურსი გაიარა გერმანიაში; 2000 წლის 16 მაისიდან 2 ივნისამდე გადიოდა ასეულის მეთაურის კურსს ჰამელბურგის ქვეითთა სკოლაში, გერმანიაში; 2009–2010წწ. მიიღო ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო განათლება (ინტერნაციონალური გენერალური საადმირალო შტაბის კურსი, გერმანია); გავლილი აქვს ქვეითთა სამთო ბრძოლის კურსი (2007, გერმანია), სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო სადესანტო მომზადების კურსი (1999, აშშ), კანადის შეიარაღებული ძალების საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი (1999), კომანდოს კურსი მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში (1999, საბრძოლო ოპერაციათა ცენტრი, საქართველო), სნაიპერის კურსი (2000, გერმანია), სწრაფი რეაგირების ძალების საჰაერო-სადესანტო მომზადების კურსი (სამი ძირითადი საპარაშუტო ხტომა; 2001, საქართველო), გერმანული ენის შემსწავლელი კურსი (2007, საქართველო), ევროპული უსაფრთხოების კურსი (2010, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემია, გერმანია), ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი (2012, საქართველო), ინგლისური ენის კურსი (2015, რიგა, ლატვია). 1994–1998წწ. იყო გაერთიანებული სამხედრო აკადემიის კურსანტი; 1998–1999წწ. ოცეულის მეთაური მცირე ინტენსივობის კონფლიქტში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის უფროსის განკარგულებით; არასაომარი სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრის სადაზვერვო სადივერსიო ასეულ "კომანდოს" იარაღის ოცეულის მეთაური (1999); 1999–2001წწ. მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის მსუბუქი ქვეითი ასეულის I-ლი საიერიშო ოცეულის მეთაური; 2001–2003წწ. სწრაფი რეაგირების ძალებიის ბაზა "კოჯორის" დაზვერვის სამსახურის უფროსი; 2003–2005წწ. სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მოსამზადებელი კურსის სასწავლო კურსის უფროსის მოადგილე; 2005–2006წწ. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი; სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს ოპერაციების დაგეგმარების ოფიცერი (2006); 2006–2007წწ. სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების უფროსი; 2007–2010წწ. სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი; 2010–2012წწ. J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და უფროსი (2012); 2016–2018წწ. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე; 2018–2019წწ. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი; 2019 წლის 25 დეკემბრიდან იყო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი; 2020 წლის 1 ივლისს დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურად. მიღებული აქვს "მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" (ნატოს მედალი, 2001) და სამსახურებრივი-საშტატო იარაღი (2015). სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.306; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.461-462 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |