The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონარდ მძინარიშვილი

ლეონარდ მძინარიშვილი
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1938
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 2022  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს; ასპირანტური - 1964 წელს.

1964-1986წწ. - თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის N3 კათედრის გამგე; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის მიმართულების ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა ტოპოლოგია: ჩეხის ჰომოლოგიის თეორია, ჰომოლოგიის ალგებრა, ჰომოტოპიის თეორია, უწყვეტი ჰომოლოგია და კოჰომოლოგია, ფიბრაცია და კოჰომოლოგია, შეიპური თეორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერაბათა დოქტორი (1980), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.259; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: m.facebook.comfacebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1994-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: