The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ მჭედლიშვილი

თამაზ მჭედლიშვილი
Date of birth:1940  (85 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს.

1962-1965წწ. - თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა, საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგი; 1965-1979წწ. - ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონსაჭრელი ჩარხების და იარაღების კათედრა, 1965-1971წწ. - ასისტენტი, 1971-1978წწ. - დოცენტი; 1978 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1978-1984წწ. - მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის დოცენტი, 1984-1988წწ. - პროფესორი, 1988-1991წწ. - მანქანათა ნაწილების და ამწე-სატრანსპორტო მანქანების კათედრის პროფესორი, 1991-2006წწ. - ლითონსაჭრელი ჩარხების, შემდგომში, ამძრავთა სისტემების, ჩარხების, კომპლექსების და საწარმოო სწავლების კათედრის განგე, 2006-2012წწ. - მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის ამძრავთა სისტემების ჩარხების, კომპლექსების და საწარმოო სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი, 2012 წლიდან - საწარმოო ტექნოლოგიური მანქანების და მექატრონიკის დეპარტამენტის უფროსი. მის სამეცნიერო და საინჟინრო მუშაობის ძირითად თემატიკას წარმოადგენს: ამძრავთა სისტემების და მანქანების დინამიკური მოდელირება და კვლევა; შეიმუშავა ამძრავთა თანამედროვე სისტემების მრავალპარამეტრული მრავალკრიტერიული სინთეზის გამოყენებითი თეორია; ავტომატიზირებული ტექნოლოგიური კომპლექსების მუშაობის მოდელირება და მათი ოპტიმიზაციის საკითხების დამუშავება; მანქანებისა და მექანიზმების, ახალი სქემებისა და კონსტრუქციების დამუშავება და სრულყოფა; მრავალინსტრუმენტალური საჩარხო სისტემების მუშაობის რეჟიმების ოპტიმიზაციური გაანგარიშება და გამოყენება. მიღებულია საჩარხო სისტემების მწარმოებლურობისა და თვითღირებულების განსაზღვრის ორიგინალური კანონზომიერებები; შემუშავებულია ვიბროდამცავი და ვიბროსაიზოლაციო ტექნიკური სისტემების ორიგინალური სტრუქტურული და კონსტრუქციული სქემები; კიდული საბაგირო სისტემების დინამიკის  ორიგინალური მათემატიკური მოდელები ჰიდრავლიკური მადემპფირებელი ელემენტების გათავლისწეინებით; რთული სტრუქტურის ჰიდრავლიკური და ელექტროჰიდრავლიკური სისტემების სინთეზის თეორია; საზღვაო გემების მდებარეობისა და კურსის მართვის რთული მრავალკონტურიანი მრავალრეჟიმიანი მართვის ელექტროჰიდრავლიკური და ელექტრომექანიკური სისტემების ოპტიმიზაციური დინამიკური სინთეზის მეთოდები მათში არსებული მექანიკური სისტემების რგოლების დრეკადი მახასიათებლების გათვალისწინებით. მისი უშუალო მონაწილეობით შექმნილია და დანერგილია ჰიდრავლიკური მოთვალთვალე ამძრავებით აღჭურვილი ორიგინალური სტრუქტურის მაკოპირებელი ჩარხები, საჩარხო სისტემები, ვიბროსაიზოლაციო და ვიბროდამცავი მოწყობილობები და ა.შ. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1984).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.259-260

Bibliography


Share: