შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მუხრანბატონი![]()
ბიოგრაფია1853-1856წწ. მონაწილეობდა ყირიმის ომში, აგრეთვე ბრძოლებში დაღესტნის დასამორჩილებლად; 1877-1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომში მეთაურობდა პოლკს; ომის შემდეგ სამხედრო სამსახურს თავი დაანება და ხელი მოჰკიდა მეურნეობას, რომელიც კაპიტალისტური გზით ვითარდებოდა; რამდენჯერმე იყო არჩეული თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად (მარშალი); 1895 წელს იმპერატორმა უბოძა სამეფო სახლის ეგერმაისტერობა და რამდენიმე ხანს პეტერბურგში ცხოვრობდა; მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ ეროვნულ დაწესებულებებს, ჰყავდა ბევრი სტიპენდიატი გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში; დიდი თანხა გაიღო ქართული გიმნაზიის შენობის (შემდგომში უნივერსიტეტი) ასაგებად. ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7. - თბ., 1984. - გვ. 231
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |