შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სპირიდონ ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1951 წელს; ქ. ლენინგრადის (საქტ-პეტერბურგი) ადმირალ მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ЛВИМУ) 1967 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოხვდა არხანგელსკის ჩრდილოეთის საზღვაო სანაოსნოში; 1951-1959 წწ. ჩრდილოეთის საზღვაო სანაოსნოს გემებზე გაიარა შტურმანობის ყველა საფეხური და 1959 წელს შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; 1967 წელს სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი პირველი გემისტანკერ - «მაიკოპის» მეთაურობა ჩაიბარა; მომდევნო წლებში საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, ჯერ კაპიტან დამრიგებლად (1969-1970), ხოლო 1970-1981 წლებში კი იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილე და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელია; 1981 წლიდან სანაოსნოს რადიოსალოკაციო ცენტრს ხელმძღვანელობს; 1987-1994 წწ. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოვალეობასაც ასრულებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი სპირიდონ ფხაკაძე წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |