შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მემედ ზაქარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სატეხია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1972 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი 1993 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 1994 წელს. 1972 წელს ზღვაში შრომითი საქმიანობა საქართველოს (ფოთი) საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ფლოტილიის გემებზე დაიწყო; 1973 წელს სავაჭრო-საზღვაო ფლოტში გადადის და ცურვას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავი შემადგენლობის მატროსად იწყებს, მალე იგი კაპიტნის მეოთხე, 1978 წელს მესამე, მოგვიანებით კი მეორე თანაშემწე ხდება; 1994 წლიდან კაპიტნის უფროს თანაშემწედ ცურავდა ჯერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მოგვიანებით კი ერთობლივი და სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე; 2004 წელს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მემედ ზაქარაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი ხდება და ცურვას სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემების კაპიტნად იწყებს; 2010 წელს ერთ-ერთი ბერძნული სანაოსნო კომპანიის ტანკერ «Olib G»-ზე ყოფნისას იგი გემის ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოს ხელისუფლების ჩარევისა და ძალისხმევით იქნა გამოხსნილი, რის შემდეგაც 2015 წლამდე მცირე ფლოტიის, საზღვაო ბუქსირის კაპიტნად საქმიანობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |