The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ცქიტიშვილი

მიხეილ ცქიტიშვილი
Date of birth:24 December, 1946  (78 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. როსტოკი, გერმანია.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) ადმირალ მაკაროვის სახელობის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (ЛВИМУ) შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით 1971 წელს.
ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; 1971-1980 წწ. კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ; შორეული ნაოსნობის შტურმანად ცურავდა სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებზე; 1980 წელს კი სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიაზე შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს; 1980-1993 წწ. მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემების ეკიპაჟებს; 1987 წელს კი კაპიტანმა მ. ცქიტიშვილმა საბერძნეთის პორტ პირეოსში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა სანაოსნოს ახალი ტანკერი «თბილისი», რომელსაც მომდევნო წლებში თავად მეთაურობდა კიდეც; სსრკ-ს დაშლის შემდეგ საზღვაო სფეროში საქმიანობას საზღვარგარეთ განაგრძობს; 1993-1996 წწ. იგი ბრიტანეთში დაფუძნებული ერთობლივი სანაოსნო კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ის ჯერ კაპიტანი, მოგვიანებით კი ტექნიკური დირექტორია; 1996-2004 წწ. სხვადასხვა ბრიტანული საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ მრჩეველ-მენეჯერად, საზღვაო ექსპერტად, ინსპექტორად და სუპერინტენდანტად საქმიანობდა; 2004-2007 წწ. იყო ბერძნული სანაოსნო კომპანია «JLJ Maritime S.A»-ს მმართველ-დირექტორი; 2007-2011 წწ. კი საბერძნეთში მის მიერვე დაფუძნებული კომპანია «Argomar S.A»-ს მფლობელი და დირექტორ-განმკარგულებელია; 2011-2014 წწ. ჰოლანდიური საზღვაო კომპანია «MMTT Holding B.V»-ს კონსულტანტი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: