| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ქიტუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკა-მათემატიკის განხრით. იგი იყო აკადემიკოსების, ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას წარჩინებული სტუდენტი; 1960-1970წწ. მისი სტატიები ქვეყნებოდა ჟურნალში "Математика в школе" (ქ. მოსკოვი). აქტიურად იყო მიწვეული მისაღებ გამოცდებზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, გორში, თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ამ უნივერსიტეტებს შორის იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მ.შ. "უფროსი მასწავლებლის" წოდება. იყო სარეკომენდაციო წერილების, ნაშრომების ავტორი. პედაგოგ გოგონა ნოდიას მეუღლე. წყარო: გილოცავთ 80 წლის იუბილეს! // სახალხო განათლება.-თბილისი,2008.- 5 ნოემბერი.-გვ.3; slideshare.net ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

