The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ნოზაძე

ალექსი ნოზაძე
დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:2013  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობით ავტომობილები და ტრაქტორები 1959 წელს.

1959-1962წწ. მუშაობდა გორის "ნიიავტომატპრომში"; 1962-2013წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად; 1993-1998წწ. მსახურობდა თავდაცვის სამინისტორის საინჟინრო ჯარების სამმართველოში უფროს ოფიცრად, სამმართველოს უფროსის მოდგილედ შეიარაღების დარგში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროები იყო ავტომობილებისა და ტრაქტორების თეორია, ტრაქტორის ავტომატური მართვის სისტემები, დაბალტემპერატურიანი ენერგიის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის პრობლემები, ავტომობილების გამოცდების სისტემები; მის მიერ დამუშავებული და შექმნილი იყო უნიკალური "ჰიდრო-მექანიკური პროგრესული (უსაფეხურო) გადაცემათა კოლოფი". იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ინტელექტის" კონკურსის ლაურეატი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1972).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.265-266

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: