შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჟურული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან; 1871 წლის ნოემბრიდან იყო სამხედრო სამსახურში - კავკასიის მე-2 სახაზო ბატალიონში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; მიიღო პრაპორშჩიკის (1877), პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბს-კაპიტნის (1890), კაპიტნის (1898) და პოდპოლკოვნიკის (1904) წოდებები; 1901-1910წწ. მსახურობდა ანაპის 252-ე სარეზერვო ბატალიონში, თემირხანშურინის 254-ე სარეზერვო ბატალიონში, ფოთის 257-ე ქვეით პოლკში; 1910 წელს გადადგა; I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს არმიაში სამხედრო სამსახურში გამოიძახეს და დაინიშნა სახელმწიფო ლაშქრის დონის 233-ე ქვეითი დრუჟინის მე-3 ასეულის მეთაურად; 1915 წელს - სამარის 247-ე ქვეითი დრუჟინის მეთაურად; რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915). წყარო: მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისთვის: კავკასიის არმიის ოფიცრები (1901-1914) პოდპოლკოვნიკები / ოთარ ჟორდანია // ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები: ტ: VII-VIII. - თბ., - 2014. - გვ.227 (core.ac.uk); რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |