შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარატ ღვალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1965 წელს. 1967-1978 წწ. მუშაობდა ირ. აბაშიძის სახ. ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში ფილოსოფიის რედაქციის წამყვან სამეცნიერო რედაქტორად, შემდეგ გამგედ; მას ეკუთვნის 70-მდე საენციკლოპედიო სტატია, არის მრავალი სტატიის რედაქტორი; 1978-1985 წწ. მუშაობდა ქ. ჭიათურაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: შახტმშენის განთავისუფლებულ პარტკომად, საქალაქო გაზ. "ჭიათურის მაღაროელის" მთავარ რედაქტორად; 1988-1990 წწ. "საქინფორმის" კახეთის რეგიონის კორესპონდენტად; 1990 წლიდან გაზ. "საქართველოს რესპუბლიკაში", განყოფილების გამგედ; 1992 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის მდივანი; 1995-2000 წწ. იყო გაზ. "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი; 1996 წელს გამოიცა ამ გაზეთის სპეციალური გამოშვება "დავით აღმაშენებელი"; არის თანაავტორი დოკუმენტური ფილმის სცენარის "ზურაბ წერეთელი"; ასევე ავტორი წიგნის "თანადგომა გადაგვარჩენს". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |