The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდი ჯოჯუა

ჯონდი ჯოჯუა
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:2017  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფოთის კუნძულის უბნის სასაფლაო, ფოთი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი შტურმან - გემთწამყვანის სპეციალობით 1957 წელს; მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი თევზჭერის დაგეგმარების ეკონომიკის სპეციალობით 1980 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა თავდაპირველად რიგით მეზღვაურად - მატროსად დაიწყო; 1959-1962 წწ. შორეული ნაოსნობის შტურმანად, კაპიტნის მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ ცურავდა სსრკ ჩრდილოეთის მურმანსკის ფლოტილიის თევზსაჭერ გემებზე; 1962 წელს საქართველოში, ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს დაარსებისთანავე უკვე გამოცდილი ზღვაოსანი სამშობლოში ბრუნდება და ჯერ გერმანიაში აგებულ ტრაულერ «შოთა რუსთაველი»-ს იმ დროს უკვე სახელმოხვეჭილ კაპიტან აბესალომ ზენაიშვილის უფროსი თანაშემწე ხდება, 1964 წელს კი 28 წლის ასაკში თავად ინიშნება საოკეანო ტრაულერ «ფოთი»-ს კაპიტან-დირექტორად; 1967 წელს გერმანიის ნავსადგურ შტრალსუნდის გემთსაშენში ჯონდი ჯოჯუამ მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ახალი საოკეანო ტრაულერი «სალხინო», რომლის კაპიტანიც იყო წლების მანძილზე, მოგვიანებით კი ტრაულერებს: «საქართველოს» (1972), «იმერეთსა» (1981) და «ბაზალეთს» (1983) მეთაურობდა; 1983 წლიდან იგი ნაპირზე განაგრძობს საქმიანობას, შავი ზღვის თევზჭერის ინსპექციაში; 1993-2006 წწ. ფოთის ნავსადგურის კაპიტნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა დამსახურებულ პენსიაზე გასვლამდე; პენსიაზე გასვლის შემდეგ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდებს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ფოთის ფილიალში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ფოთის საპატიო მოქალაქე
  • 2011 - ღირსების ორდენი
    საზღვაო დარგის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული და ხანგრძლივი საქმიანობისთვის

გააზიარე: