შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ობოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1946 წელს. მისი კვლევის ძირითადი საკითხებია: დრეკადობის მათემატიკური თეორია, მათემატიკური ფიზიკა, გარსთა თეორია, ანალიზური ფუნქციის განზოგადება. მან მრავალგანზომილებიან ევკლიდეს სივრცეში ააგო ფურიეს გარდაქმნები ლებეგის აზრით ინტეგრირებად ფუნქციისათვის. მის მონოგრაფიებში ფურიეს მეთოდი გამოყენებულია დრეკადი სხეულის სტატიკის, რხევისა და დინამიკის შემთხვევისათვის. აგებული აქვს დრეკადობის თეორიის სხვადასხვა ამოცანის ფუნდამენტური ამოხსნა, როგორც სტატიკურ, ასევე, დინამიკურ შემთხვევაში. მას ეკუთვნის მთელი ციკლი გამოკვლევებისა მრავალგანზომილებიან სივრცეში განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციებსა და დრეკადი სხეულის ზედაპირის დაძაბული და დეფორმირებული მდგომარეობის საკითხებზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1959). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.266 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |