The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ობოლაშვილი

ელენე ობოლაშვილი
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:2005  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1946 წელს.

მისი კვლევის ძირითადი საკითხებია: დრეკადობის მათემატიკური თეორია, მათემატიკური ფიზიკა, გარსთა თეორია, ანალიზური ფუნქციის განზოგადება. მან მრავალგანზომილებიან ევკლიდეს სივრცეში ააგო ფურიეს გარდაქმნები ლებეგის აზრით ინტეგრირებად ფუნქციისათვის. მის მონოგრაფიებში ფურიეს მეთოდი გამოყენებულია დრეკადი სხეულის სტატიკის, რხევისა და დინამიკის შემთხვევისათვის. აგებული აქვს დრეკადობის თეორიის სხვადასხვა ამოცანის ფუნდამენტური ამოხსნა, როგორც სტატიკურ, ასევე, დინამიკურ შემთხვევაში. მას ეკუთვნის მთელი ციკლი გამოკვლევებისა მრავალგანზომილებიან სივრცეში განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციებსა და დრეკადი სხეულის ზედაპირის დაძაბული და დეფორმირებული მდგომარეობის საკითხებზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1959).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.266

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - ილია ვეკუას სახელობის პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: