შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჩაჩანიძე![]()
ბიოგრაფიამეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ევროპული განათლების ცენტრის დირექტორი; უკრაინის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; გლობალური კავშირის - "მეცნიერები მშვიდობის დაცვისათვის" პრეზიდენტი საქართველოდან (შტაბ-ბინა აშშ-ში); იუნესკოს ექსპერტი კიბერსივრცეში ენების გადარჩენისა და განვითარების პრობლემებში. არის საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა სემინარს - "სასწავლო პროცესების მართვის ინტელექტუალური სისტემები" ხელმძღვანელი; საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - "ინტელექტის" დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი და გამომცემელი. მისი სამეცნიერო მიმართულებაა: მართვის გადაწყვეტილების მიღების ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომპიუტერული ინჟინერია; განათლების მენეჯმენტი, განათლების მართვის ინტელექტუალური სისტემები; არის მრავალი საზღვარგარეთის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი; მუდმივმოქმედი საერთაშორისო კონფერენციის - "გაურკვევლობის სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების პრობლემები" საერთაშორისო პროგრამული კომიტეტის წევრი (უკრაინა, ბელორუსია, პრიბალტიკის ქვეყნები, ჩეხეთი, სლოვაკეთი, აზერბაიჯანი, ეგვიპტე და სხვ.); გლობალური კავშირის - "მეცნიერები მშვიდობის დაცვისათვის" სამიტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, მონაწოლე, მომხსენებელი. ადრეულ წლებში მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე, სადაც აქვს 15 გამოგონება და საავტორო უფლებები; წლების განმავლობაში იყო თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; "კომპიუტერული" და "განათლების მეცნიერებების" სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე; ქუთაისის ინფორმატიზაციის, ანალიზისა და პროგნოზის ადგილობრივი სამსახურის უფროსი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო-საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; "სამხრეთ კავკასიის საგანმანათლებლო ცენტრის" გენერალური დირექტორი და სხვ; ჩატარებული აქვს მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნების მეცნიერთა მონაწილეობით კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და განათლების მეცნიერებაში; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 70 - მდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მონოგრაფია; საქართველოს სკოლებისათვის შეადგინა და გამოცა ეროვნული სახელმძღვანელოები მათემატიკაში: "ალგებრა და საქართველოს მატიანე", "პირამიდიდან სვეტიცხოვლამდე", "ანბანთქება"; გ. ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით დამუშავებული და რეალიზებულია მრავალი პროექტი, რომელიც ეხება მართვის თანამედროვე სისტემებს, როგორიცაა: მეტალურგიული და ქიმიური წარმოების მართვის ავტომატიზებული სისტემები; ქ. თბილისის მართვის ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემა; იუსტიციის სამინისტროს გლობალური ინფორმატიზაციის პროექტი; თელავის რაიონის მართვის ავტომატიზებული სისტემა - "რთველი"; ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმა და ელექტრონული მთავრობის პროექტის კონცეფცია და სხვ. მრავალი; დაამუშავა და ევრაზიის ფონდს გრანტზე წარუდგინა პროექტები: "ჩვენი სახლი საქართველოა" და "ვისწავლოთ სახელმწიფო ენა – ქართული". ამ გრანტით თარგმნა და დაბეჭდა წიგნებად საქართველოს კონსტიტუცია სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის მათ ენაზე; მოამზადა სატელევიზიო საუბრები საქართველოს კონსტიტუციაზე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობისათვის; დააფუძნა მიზნობრივი გამომცემლობა "ინტელექტი", სადაც მისი ხელმძღვანელობით, პირველად მომზადდა და გამოიცა საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისათვის (აზერბაიჟანული, სომხური და რუსული) სახელმძღვანელოები ქართულ ენაში, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიაში და სხვ. გ. ჩაჩანიძე წლების განმავლობაში იყო ინვალიდ-მეომართა და ვეტერანთა კავშირი - "დემეტრე თავდადებულის" მეცნიერ-კონსულტანტი; ხელმძღვანელობდა აღნიშნული კავშირის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებს თბილისში და გროზნოში, თემაზე - "კავკასიელ ხალხთა მშვიდობიანი თანაცხოვრება"; გაავრცელა კონფერენციის მასალები მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით რუსულ და ინგლისურ ენებზე; 2008 წელს დააფუძნა საერთაშორისო ორგანიზაცია "კავკასიის ხალხთა კონგრესი". არის მისი თანაპრეზიდენტი. კონგრესის სახელით რამდენჯერმე, კავკასიელ ხალხთა მონაწილეობით, ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "რუსეთ-საქართველოს ომი და საერთაშორისო თანამეგობრობა". არის მრავალი ჯილდოსა და სერთიფიკატის მფლობელი: ინფორმატიკის დარგში მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევების საკითხებში დიდი ღვაწლისთვის მიენიჭა კამბოჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, "SofTEC 99"-ის პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელი, მინიჭებული აქვს პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სპეციალური პრემია და დიპლომი ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგიის დარგში, დაჯილდოებულია უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |