Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა იმნაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შრომა, მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემთმექანიკოს-უნივერსალის სპეციალობით 1969 წელს. ზღვაში შრომითი საქმიანობა იმთავითვე სსრკ ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს გემების მოტორისტად დაიწყო, რამდენიმე წელიწადში იგი იქვე გახდა შორეული ნაოსნობის გემების მეოთხე და მესამე რანგის მექანიკოსი; 1973 წელს ზღვაში საქმიანობას თევზსაჭერ ფლოტში განაგრძობს და 1977 წლამდე სსრკ შავი ზღვის ქერჩის «ЮГРЫБА»-ს სამმართველოს გემებზე ცურავს; 1977 წელს, უკვე გამოცდილი გემთინჟინერი სამშობლოში ბრუნდება, თევზსაჭერიდან საზღვაო-სავაჭრო ფლოტში გადმოდის და შორეული ნაოსნობის გემთმექანიკოსად საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებზე იწყებს; ცურავდა ჯერ მესამე და მეორე რანგის მექანიკოსად, 1995 წელს შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი გახდა და 2005 წლამდე სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზეც მოუწია ცურვა. გარდაიცვალა ზღვაში, გემზე ყოფნისას, 2005 წელს. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |