The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ველიაძე

გურამ ველიაძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური ფაკულტეტი 1977 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო (НВИМУ) სასწავლებლის გემთმექანიკური ფაკულტეტი 1994 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გემების ენერგეტიკული ძრავების ექპლუატაციის სპეციალობით 1996 წელს.

შრომითი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში, მადანმზიდ - «Нико Николадзе»-ს მოტორისტად დაიწყო; 1980-1989 წწ. იყო ბალკერ - «Генерал Леселидзе»-ს მეოთხე, მესამე და მეორე რანგის მექანიკოსი; 1989 წელს მან მეორე მექანიკოსის რანგში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მაშინდელი ფლაგმანი «დავით აღმაშენებლი» ჩაიბარა; 1990-1991 წწ. კი იყო ამ ხომალდის უფროსი მექანიკოსიც; 1991-1995 წწ. ბალკერ - «აკაკი წერეთელი»-ს უფროსი მექანკოსია; 1996 წელს, გამოცდილი ინჟინერ-გემთმექანიკოსი საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, თავდაპირველად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტექნიკური სამსახურის სუპერინტენდანტად, 1997-1998 წწ. სანაოსნოს ტექნიკურ წარმომადგენლად თურქეთში; 1998-1999 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტექნიკური სამსახურის უფროსია; 1999 -2014 წწ. შპს "საზღვაო ტექსერვისში" ასრულებს სხვადასხვა ხელმძღვანელ მოვალეობებს; 2014 წელს იყო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითებში; 2015 წლიდან კი შპს "შავი ზღვის ტერმინალი"-ს მრჩეველია ტექნიკურ საკითხებში. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი
    ქართული საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი დამსახურებული წვლილისთვის

გააზიარე: