The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ჟღენტი

ვახტანგ ჟღენტი
Date of birth:1914
Date of death:1996  (at 82 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს.

1937-1940წწ. მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1941-1945წწ.  ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიის კათედრის ასისტენტი; 1944-1945წწ.  თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1945-1958წწ. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გამგე; 1958-1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილების გამგე და მთავარი სპეციალისტი. მან შეისწავლა ცვლადი და მუდმივი სისქის თხელი დრეკადი გარსების ამოცანები; გამოიკვლია: გაუსის დადებით სიმრუდიანი თხელი გარსის წონასწორობის განტოლებები; პრიზმატული გარსებისათვის ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანა; სისქის მიმართ არაერთგვაროვანი ტრანსვერსალურად-იზოტროპული ფილების დაძაბულ-დეფრომირებული მდგომარეობა; არაერთგვაროვანი სტრუქტურის თხელი იზოტროპული გარსის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა; წრიული ხვრელით დასუსტებული ცვლადი სისქის ფილის ერთგვაროვანი გაჭიმვის ამოცანა; ი. ვეკუას მეთოდით გამოიკვლია ცვლადი სისქის არაერთგვაროვანი ფილის ამოცანა. მათემატიკოსი და მექანიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.268-269

Bibliography


Share: