The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ რურუა

გრიგოლ რურუა
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1993  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოქალაქევი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1947 წელს.

1950-1969წწ. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს ჰიდრომელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; პარალელურად მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრავლიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზციის, აგრეთვე თეორიული მექანიკის კათედრებზე. მრავალი წლის განმავლობაში იყო წყალპროექტის მთავარი კონსულტანტი. იკვლევდა მდინარისა და ზღვის ნაპირების დაცვას წარეცხვისა და დატბორვისაგან; არამდგრადი კალაპოტის მქონე მდინარეების ნაპირდამცავი ახალი რაციონალური კონსტრუქციების შექმნასა და მათი ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდების დამუშავებას; აწარმოებდა მდინარეების ნაპირსამაგრ ნაგებობებთან ადგილობრივი გარეცხვების გაანგარიშებას; ზღვასთან შესართავ უბნებზე მდინარეთა რეგულირების ღონისძიებების კვლევას; მრავალფაქტორიან ექსპერიმენტების ჩატარებისას შეზღუდული კლასიკური გეგმის გამოყენების მეთოდიკას. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1988).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.269

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: