The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან წერეთელი

ამირან წერეთელი
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მეზღვაური, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით 1973 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლები ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1981 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლები ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1991 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა იმთავითვე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში თავდაპირველად რიგით მატროსად დაიწყო; მომდევნო წლებში, სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე ცურვისას გაიარა მან შტურმანობის ყველა საფეხური, იყო კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე რანგის თანაშემწე; 1987 წელს, უკვე შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში ამირან წერეთელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის ხორვატიის პორტ სპლიტის გემთსაშენში აგებული ახალი ტანკერის - «აკადემიკოს ვეკუას» მიღებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში, 1988 წელს კი შორეული ნაოსნობის  კაპიტანი გახდა და ამ გემის ეკიპაჟის მეთაურობა თავად ჩაიბარა; მომდევნო წლებში კაპიტნად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, ერთობლივი კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ისა და «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის ტანკერებზე: «ილია ჭავჭავაძე», «გ. ორჯონიკიძე», «პარნარი» და «ანდრეა»; 2000 წლიდან კაპიტანი ამირან წერეთელი საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა სანაოსნო კომპანიების «Desire Maritime» -ის, «Candice Navigation»-ის, «Witney Maritime»-ის, «Evelin Shipping»-ის, «Bevereli Navigation»-ის «Jillian Navigation»-ისა და სხვათა გემებზე განაგრძობს; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: