შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე საღინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1977 წელს; 1981-1982წწ. სწავლობდა მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში. 1977-1994წწ. - ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი: ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე; 1994-2005წწ. - ამავე უნივერსიტეტის ფოთის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის საზღვაო-სატრანსპორტო ინსტიტუტის სრული პროფესორი; 2005-2010წწ. - ქ. ფოთის მერი. სამეცნიერო კვლევის ძირითადი დარგებია: მექანიკა, ჰიდროდინამიკა და ჰიდროტექნიკური დანადგარები. ძირითადი მიმართულება - შავი ზღვის სანაპირო ზოლის დინამიკის მათემატიკური მოდელირება, საზღვაო გადაზიდვები. მის მიერ შესწავლილი და გადაწყვეტილია შემდეგი ამოცანები: 1. გაკეთებულია ზღვის სანაპიროს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებული სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი, განსაზღვრულია ფოთის რეგიონისათვის მათი გადაწყვეტის რაცონალური გზები; 2. შეკრებილი, დამუშავებული და გაანალიზებულია ქარებისა და ტალღურ რეჟიმებზე, წყლის ხარჯსა და მდ. რიონის ნატანზე, ბატიმეტრიისა და საზღვაო ზოლის ევოლუციაზე მრავალი წლის დაკვირვების შედეგები; 3. შემუშვებულია ნატანის მოძრაობისა და სანაპირო ზოლის ლითოდინამიკის სამგანზომილებიანი მათემატიკური მოდელი; მოცემულია ტალღური რეჟიმების, სანაპირო დინებების, ნატანის მოძრაობისა და ზღვის სანაპირო ზოლის ევოლუციის კვლევის ამოცანების გადაწყვეტა სასრულ ელემენტთა მეთოდით; შემუშავებული რიცხვითი ალგორითმები რეალიზებულია პერსონალური კომპიუტერებისათვის ფორტრან-პროგრამის სახით, რომელიც იძლევა დასმული ამოცანების რიცხვით შედეგებამდე მიყვანის საშუალებას; 4. ფოთის რეგიონის სანაპირო ზოლისათვის ჩატარებულია გამოთვლები ტალღური რეჟიმების, სანაპირო დინებების, ნატანის მოძრაობისა და სხვადასხვა გარეზემოქმედებით გამოწვეული ზღვის ფსკერის ტოპოგრაფიის ევოლუციისა. ეს იძლევა ნაპირდაცვითი ღონისძიებების სხვადასხვა ვარიანტების ეფექტურობის შეფასების საშუალებას. შექმნილია ეჟექტორული ტუმბოს კონსტრუქცია და მათემატიკური მოდელი, რომელიც ფსკერული ნატანის ამოსაღებად გამოიყენება; გამოკვლეულია გემების რწევის გავლენა გადასაზიდ ტვირთებზე და გემზე მყოფ ადამიანებზე; გემის რწევისას გამოთვლილია ადამიანებზე და ტვირთებზე მოქმედი ინერციული ძალები. გამოთვლილია ტვირთების აჩქარებები; მიღებულია ჩაუმაგრებელი ტვირთების უძრაობის კრიტერიუმი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.272-273 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |