ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ლევან ჯიქია
დაბადების თარიღი: | 26 დეკემბერი, 1980 (44 წლის) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, წალენჯიხის რაიონი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი 2005 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2007 წელს; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2012 წელს.
2012 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივანი; 2016-2018წწწ. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე; 2018 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი; 2018 წლიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი. პროფესორი.
სადოქტორო დისერტაცის თემა - "1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 2012 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, წევრი (2015-)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, წევრი (2019-)
ბიბლიოგრაფია
- 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება სენაკის მაზრაში : ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 84 გვ. . - ISBN: 9789941945786
- 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში : ნარკვევი : დოკუმენტები და მასალები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 128გვ.
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957) : გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები (თანაავტორი). - თბილისი, ქართული უნ-ტი, 2015. - 308გვ.. - ISBN: 9789941945007
- საქართველოს ისტორიული ტერიტორია რუსეთ-ოსმალეთის (თურქეთის) ომებსა და ზავებში (1695-1953) (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 88გვ.. - ISBN: 9789941945090
- საქართველოს საზღვრები, 1917-1938 : ნარკვევი, დოკუმენტები და მასალები (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2014. - 190გვ.. - ISBN: 9789941108853
- ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის საკითხი 1812-1953 წლების საერთაშორისო ურთიერთობებში = Вопрос о Тао-Кларджети, Лазистана и Аджарии в международных отношениях 1812-1953 гг. = The issue of Tao-Klarjeti, Lazeti and Ajara in 1812-1953 international relations (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 236გვ. . - ISBN: 9789941108075
- 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი : დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო) (შემდგენელი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 364გვ.. - ISBN: 9789941176579
- ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი და ფერეიდანი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში : დოკუმენტები და მასალები (1944-1951) (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 113გვ. . - ISBN: 9789941176609
- 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 523გვ.. - ISBN: 9789941174193
|