The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან საყვარელიძე

ამირან საყვარელიძე
Date of birth:18 September, 1944  (79 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამდინარო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1967 წელს. 

1967-1968წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრად; 1968-2010წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში; 1968-1975წწ. იყო ასპირანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1975-1988წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-2008წწ. მუშაობდა განყოფილების გამგედ; 2006-2010წწ. დირექტორის მოადგილედ; 2011 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი; მისი მონაწილეობით დამუშავებულ იქნა "ენგურჰესისა" და ვარდნილჰესების ობიექტების პროექტები; მონაწილეობდა (სსრკ არსებობის პერიოდში) ნორმატიული დოკუმენტების დამუშავებაში, კერძოდ ნორმატიული დოკუმენტის "სამშენებლო ნორმები და წესები სეისმომედეგი მშენებლობა" საქართველოს რესპუბლიკის პირობებში; აგრეთვე სამშენებლო კომპოზიტების ტენგამტარობის ახალი თეორიის შემუშავებაში; მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკული საქმიანობის, სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1975 წელს; 1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 229-230

Bibliography


Share: