შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ ტაბატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1975წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ინჟინერი; 1975-1983წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ტექნიკური სექტორის ხელმძღვანელი; 1992-2009წწ. – სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2009 წლიდან – სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992-2006წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო და სეისმომედეგობის კათედრის დოცენტი; 2006-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო და სეისმომედეგობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექნიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი პროფესორი. მის სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს ნაკლებად გამოკვლეული საინჟინრო ამოცანები, რომლებიც ეხება ანაკრები ბრუნვითი გარსების გაანგარიშებას, რომელთა ზოგიერთი ფიზიკური და გეომეტრიული პარამეტრები იცვლებიან ნახტომისებურად, კერძოდ, მან შეისწავლა ისეთი ანაკრები გუმბათოვანი კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, რომელთა შემადგენელი ელემენტები დაკავშირებულია ერთმანეთთან იდეალური სახსრებით მერიდიანულ ან რგოლურ კვეთებში; განხილული აქვს აგრეთვე პლასტიკურ-ხისტი ორთოტროპული ბრუნევითი გარსების და ფენოვანი გარსების რაციონლური გაანგარიშება; დრეკად-პლასტიკური ანაკრები გარსების ზიდვის უნარის დადგენა. აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად იგი იყენებს აკადემიკოს შ. მიქელაძის მიერ წყვეტილი ამოხსნების კონსტრუირების მათემატიკურ აპარატს; გამოქვეყნებული აქვს 84 ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია, ოთხი სახელმძღვანელო და სამი მეთოდური მითითება; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; არის საქართველოს უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; საქართველო საინჟინრო აკადემიის მშენებლობის განყოფილების სწავლული მდივანი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.276-277; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: construction.gtu.ge; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 239-240 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |