The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დუგლას უგულავა

დუგლას უგულავა
დაბადების თარიღი:1941  (83 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში (ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გმოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი), 1966-1971წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2008წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან - მათემატიკური მოდელირების განყოფილების გამგე; პარალელურად 1972-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 2000 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროა მათემატიკური ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი - აპროქსიმაციის თეორია. მის მიერ აგებულია წრფივ მეტრიკულ სივრცეში მოქმედი წრფივი უწყვეტი ოპერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი ხდება სასრულ განზომილებიან ქვესივრცეებში საუკეთესო რიგით მიახლოება; ზოგიერთ მნიშვნელოვან სივრცეში, ცხადი სახითაა აგებული საუკეთესო რიგით მაახლოებელი აგრეგატები; აგებული ოპერატორები შესწავლილია აგრეთვე ე.წ. გაჯერების ამოცანასთან დაკავშირებით; სამგანზომილებიან ვკლიდეს სივრცეში აპროქსიმაციის საკითხებთან დაკავშირებით შესწავლილია კომპლექსური ცვლადის ფუნქციების პოლინომებით მიახლოების კლასიკური თეორიის ანალოგის აგების შესაძლებლობის საკითხი; თანაავტორებთან ერთად მიღებულია რიგი შედეგებისა დიფერენციალური განტოლებების, თანამედროვე ალგებრის, კრიპტოგრაფიაში ელიფსური წირების გამოყენების, შებრუნებული ამოცანების მიახლოებითი ამოხსნების საკითხებთან დაკავშირებით. მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკური პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.277-278

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: