The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ქორიძე

იური ქორიძე
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1946
გარდაცვ. თარიღი:2021  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება 1969 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით 1980 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; მისი პირველი გემი  ტანკერი «Анапа» იყო, მომდევნო წლებში მე-4, მე-3 და მე-2 რანგის მექანიკოსად ცურავდა იგი  «Алагир»-ზე და «Алексеевка» -ზე, 1976 წელს კი 30 წლის ასაკში ტანკერ «Аспиндза»-ს უფროსი მექანიკოსი გახდა; 1984 წელს კაპიტან მამული ჩაკვეტაძესთან ერთად ხორვატიის სპლიტის გემთსაშენში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ახალი ტანკერი «Капитан А. Качарава» მიიღო და გაუშვა ექსპლუატაციაში; მომდევნო წლებში არაერთ გემზე და არაერთი ცნობილი ქართველი კაპიტნის გვერდიგვერდ მოუწია ზღვაში საქმიანობა, მათ შორის კაპიტან დურსუნ ცინცაძესთან ტანკერ - «И. Броз Тито»-ზე, შაქრო ვარშანიძესთან - «Академик Узнадзе»-ზე, ჯონი პატარაძესთან - «Давид Агмашенебели», ლერი ჯორბენაძესთან - «Tbilisi» და სხვა. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დაშლის შემდეგ კი მრავალი ქართველი მეზღვაურის მსგავსად მანაც სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე განაგრძო საქმიანობა. ცურავდა Anglo-Georgian Shipping-ის, Queensway Navigation-ისა და სხვა კომპანიების გემებზე, 2009-2016 წწ. სანაოსნო კომპანია Columbia Shpmanagement-ის არაერთ გემის უფროსი მექანიკოსია. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: