Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ქორიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება 1969 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით 1980 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; მისი პირველი გემი ტანკერი «Анапа» იყო, მომდევნო წლებში მე-4, მე-3 და მე-2 რანგის მექანიკოსად ცურავდა იგი «Алагир»-ზე და «Алексеевка» -ზე, 1976 წელს კი 30 წლის ასაკში ტანკერ «Аспиндза»-ს უფროსი მექანიკოსი გახდა; 1984 წელს კაპიტან მამული ჩაკვეტაძესთან ერთად ხორვატიის სპლიტის გემთსაშენში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ახალი ტანკერი «Капитан А. Качарава» მიიღო და გაუშვა ექსპლუატაციაში; მომდევნო წლებში არაერთ გემზე და არაერთი ცნობილი ქართველი კაპიტნის გვერდიგვერდ მოუწია ზღვაში საქმიანობა, მათ შორის კაპიტან დურსუნ ცინცაძესთან ტანკერ - «И. Броз Тито»-ზე, შაქრო ვარშანიძესთან - «Академик Узнадзе»-ზე, ჯონი პატარაძესთან - «Давид Агмашенебели», ლერი ჯორბენაძესთან - «Tbilisi» და სხვა. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დაშლის შემდეგ კი მრავალი ქართველი მეზღვაურის მსგავსად მანაც სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე განაგრძო საქმიანობა. ცურავდა Anglo-Georgian Shipping-ის, Queensway Navigation-ისა და სხვა კომპანიების გემებზე, 2009-2016 წწ. სანაოსნო კომპანია Columbia Shpmanagement-ის არაერთ გემის უფროსი მექანიკოსია. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |