Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოთამ ქარცივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1940 წელს. 1940-1956წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, ერთდროულად, 1941-1942წწ. - ამიერკავკასიის გზათა მიმოსვლის ინსტიტუტში და 1942-1954წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1956-1997წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში (ამჟამად, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი) სხვადასხვა თანამდებობებზე (დირექტორის მოადგილე, განყოფილების უფროსი); 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგებდა მათემატიკური ანალიზის კათედრას. მის შრომებში შესწავლილია დრეკადობის თეორიის ძირითადი ამოცანები, რომლებშიც მონახა მათი ეფექტური ამოხსნები ზოგიერთი არესთვის; მან შეისწავლა კოშის ტიპის ინტეგრალის თვისებები ინტეგრების გზის ბოლოების მახლობლად; იკვლევდა სინგულარულ და ინტეგრალურ ოპერატორებს წყვეტილი კოეფიციენტებით; ჰიპერბოლურ სივრცეში ორთოგონალურ ნამრავლს და ორთოგონალური სისტემების თვისებებს; მისი კვლევის თემებს აგრეთვე წარმოადგენდა, არაკომპაქტური საზღვრების მქონე არეში პოტენციალისა და ფუნქციონალური ანალიზის თეორიის საკითხები. მათემატიკოსი და მექანიკოსი, პროფესორი (1977). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.284 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |