The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ყირმელაშვილი

გიორგი ყირმელაშვილი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მექანიკის სპეციალობით 1958 წელს; ასპირანტურა - 1964 წელს.

1958-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტში ჰიდრომექანიზაციისა და ჰიდროტრანსპორტის ლაბორატორიაში (უფროსი, ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი); 1970 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის დეპარტამენტში, კათედრის დოცენტი (1975), პროფესორი (1993). სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა - დაუმყარებელი რეჟიმების შესწავლა მილსადენებში (მიწასაწოვ დანადგარებში) მრავალფაზოვანი სითხის (წყალი+მყარი მარცვლოვანი მასალა+ჰაერი) მოძრაობის დროს; მიღებული შედეგები დანერგილია წარმოებაში - აღნიშნული თემატიკის მიხედვით წარმოებებისათვის შედგენილია ტექნიკური პირობები, ნორმები და გაანგარიშების მეთოდები. 150 გამოქვეყნებული ნაშრომის, 14 გამოგონების ავტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1993).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიდრავლიკური დარტყმის თეორია და გაანგარიშების მეთოდები დაწნევიან ჰიდროსატრანსპორტო მილსადენებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.287-288; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, წევრი (2001-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • სსრკ გამომგონებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: