Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ნადირაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. ნიკო ნადირაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც მოსწავლეთა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების გამო გარიცხეს; ამის შემდეგ პირველი თანრიგით დაამთავრა თბილისის ფეხოსანთა სამხედრო სასწავლებელი. 1914 წელს მონაწილეობდა ავსტრია-გერმანიის წინააღმდეგ ომში. იგი მსახურობდა ჯარების იმ ნაწილში, რომელიც ლაგოდეხის ყაზარმებში იდგა; სწორედ მაშინ მან დიდი ღვაწლი გასწია ლაგოდეხის მხარეში ქართველთა ჩასახლებისა და ქართული სოფლების დაარსების საქმეში. რევოლუციის შემდეგ ნიკო ნადირაშვილი საბოლოოდ დასახლდა ლაგოდეხში. მან დატოვა ხელნაწერები საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიის, რუსთველოლოგიისა და სხვდასხვა საკითხის შესახებ. მიღებული ჰქონდა ჯილდოები და მედლები. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.291 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |