Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ყურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1965წწ.მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე (ასისტენტი, დოცენტი); 1983 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულია ახალი კომბინირებული ალგორითმები და პროგრამული პაკეტი, რომელიც გამოიყენება ნაგებობის დამუშავებისას, განსაკუთრებით ტრანსფორმირებად კონსტრუქციებში; კერძოდ, კოსმიური ბაზირების ანტენების ოპტიმალური დაგეგმარებისას. ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და უცვლელი მონაწილე საკავშირო სკოლა-სემინარისა (1972-1990), რომელიც ეძღვნებოდა დრეკადი სხეულების მექანიკაში სასრული ელემენტების მეთოდის გამოყენების საკითხებს; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1966 წელს; მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.289; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 265-266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |