The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ შავლაყაძე

ნუგზარ შავლაყაძე
Date of birth:1961  (64 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1984 წელს.

1984 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; პარალელურად, 1991 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა დრეკადობის თეორიისა და ფირფიტების ღუნვის თეორიის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი, იზოტროპული და ანიზოტროპული, პიეზოელექტრული და ბლანტიდრეკადი თვისებების მქონე სხეულებისათვის, რომლებიც ურთიერთქმედებენ ცვლადი სიხისტის მქონე დრეკად თხელკედლიან ელემენტებთან; ცვლადკოეფიციენტიანი სინგულარული ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებისა და ასეთ განტოლებათა სისტემის გამოკვლვა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის, ინტეგრალური გარდაქმნების თეორიის, ინტეგრალური განტოლებებისა და მიახლოებითი ანალიზის მეთოდების გამოყენებით; ზუსტი და მიახლოებით ამოხსნების მიღება და საკონტაქტო ძაბვების ასიმპტოტური გამოკვლევა დრეკადი ელემენტების გეომეტრიული და ფიზიკური პარამეტრების ცვლილების კანონთან მიმართებაში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.289-290

Awards and Honors

  • 2011 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია
  • 1991 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მედალი

Share: