შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდველა, მაიაკოვსკის რაიონი (ახ. ბაღდათის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს. წერა ადრეულ ასაკში დაიწყო; 21 წლის ასაკში გამოიცა გ. ლაბაძის პირველი წიგნი "მაღალი ცა", რომელმაც გაიმარჯვა 1961 წელს გამომცემლობა "ნაკადულის" მიერ გამოცხადებულ საუკთესო მხატვრული ნაწარმოების რესპუბლიკურ კონკურსში; აქედან იწყება მისი სერიოზული ლიტერატურული და ჟურნალისტური მოღვაწეობა; 1966-1969 წწ. ჟურნალ "დროშის" კორესპონდენტია, ხოლო 1969 წელს ინიშნება გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორად; 1970 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით გ. ლაბაძეს მოსკოვში აგზავნიან გორკის სახელობის უნივერსიტეტში ლიტერატურული დახელოვნების ფაკულტეტზე სასწავლებლად; 1974 წელს საქართველოში ბრუნდება, ტოვებს დედაქალაქს და საცხოვრებლად ქ. ქუთაისში გადადის, აქ იგი 1975 წლის იანვრიდან ახლად დაარსებული ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ ინიშნეება, 1976 წელს პარალელურად იწყებს მუშაობას ქუთაისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე და შეთავსებით კითხულობს ლექციებს, როგორც ქართულ ასევე რუსულ სექტორზე; 1978 წელს ფილოსოფიის კათედრის ლექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში იმარჯვებს და მთლიანად გადადის ინსტიტუტში სამუშაოდ. ამავე დროს იგი ინიშნება საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანად; 1979 წელს მისი მხატვრული ნარკვევი "მისი უმაღლესობა" აღინიშნა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემიით; 1982 წელს მუშაობს ბაღდათის რაიონის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, რომელიც შემდგომში შეუერთადა გაზეთის რედაქციას და გაზეთ "ბაღდათის" რადიოინფორმაციის განყოფილების გამგედ დაინიშნა; 1990 წელს ინიშნება ქ. თბილისში გაზეთი "პროგრესის" რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ კი ამავე გაზეთის რედაქტორი ხდება, მალე გაზეთი იცვლის სახელს და "საქართველოს ინჟინრად" იწოდება. ავტორია ათი წიგნისა, ამათგან სამი რომანია: "თოვლი" - რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირისა და ცენტრალური პროფსაბჭოს პრემია, "მატარებლები გადადიან ხიდზე" და "მოჩვენებები ჩვენს სახლში", რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა; მოთხრობები : "ავტობიოგრაფია-1972", "თამაში", "ერთი ღამის უარყოფა", "იქ სოფლის ბოლოში", "მაღალი ცა", ლექსები და პოემა "მწვანე ფარდა", რომელიც 1986 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის სამწერლო ორგანიზაციის პრემიით "წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოებისთვის". დაუსრულებელი და გამოუქვეყნებელი დარჩა კიდევ ერთი, მეოთხე რომანი "მინდია". დაიღუპა ავტოკატასტროფაში. წყარო: წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 198; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |