The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გური შარაშენიძე

გური შარაშენიძე
დაბადების თარიღი:1946
გარდაცვ. თარიღი:2014  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, სპეციალობით "ვაგონმშენებლობა და სავაგონო მეურნეობა" 1969 წელს.

1970-1972წწ. მუშაობდა ალტაის ვაგონმშენებელ ქარხანაში მთავარ ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1973-1976წწ. - თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1976-2014წწ. - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 1991-1992წწ. "ვაგონმშენებლობის, სავაგონო მეურნეობის და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადაზიდვების პროცესების მართვის" კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა იყო: ვაგონების სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემების, სახსრულ გადაცემების, კონსტრუქციული ელემენტების, მექანიკური გადაცემების დინამიკის, ასევე, ძრავებისა და დანადგარების შემსრულებელი მექანიკური გადაცემების კვლევა. მანქანების, ტრანსპორტის, მექანიკურ მოწყობილობათა და ამძრავების საქართველოს სამეცნიერო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2007).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.290-291

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის შეერთებული შტატების საინჟინრო მექანიკის საზოგადოება (ASME), წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, მრჩეველ-აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: